(Memory – მეხსიერება, Memoization – დამახსოვრება) ნიშნავს კოდის რომელიმე ფუნქციის შესრულების საფუძველზე მიღებული შედეგების შენახვას მეხსიერებაში, რათა შესაძლებელი იყოს მათი მრავალჯერადი გამოყენება ხელმეორე გადაანგარიშების გარეშე ეს კი მნიშვნელოვნად ამაღლებს მთლიანი პროგრამის ფუნქციონირების სისწრაფეს, ანუ მწარმოებლურობას. აღნიშნული მეთოდის მუშაობა მარტივი ალგორითმით ხდება, კერძოდ, სანამ რომელმე კონკრეტული ფუნქცია დაიწყებს მუშაობას, წინასწარ მოწმდება პირობა – ხომ არ ყოფილა იგი უკვე გამოყენებული. შედეგად ორი ვარიანტია:
1) ფუნქცია პირველადაა ამუშავებული, მაშინ ის გაითვლის მნიშვნელობას და შეინახავს მეხსიერებაში;
2) ფუნქცია უკვე იყო შესრულებული, მაშინ აიღება შენახული მნიშვნელობა, ხელახალი გაანგარისების პროცესის გარეშე.