რუხი ფერის ყუთის ტესტირება – ტესტირების მეთოდია, როდესაც გამოიყენება თეთრი და შავი ყუთის ტესტირების კომბინაცია, ამ ტესტირების მიზანია დეფექტების პოვნა, თუ იგი გამოწვეულია პროგრამების არასწორი სტრუქტურის ან აპლიკაციის არასათანადო გამოყენების გამო. რუხი ყუთის ტესტირებას ძირითადად იყენებენ უსაფრთხოების და ფუნქციონალის შეფასებაში, ვებ გვერდებისა და ვებ სერვისების შემოწმებისას.
რუხი ყუთის ტესტირების შესრულების ბიჯებია:
- ბიჯი 1: შესატან მონაცემთა ერთობლიობის დადგენა;
- ბიჯი 2: შედეგების (გამომავალი მონაცემების) განსაზღვრა;
- ბიჯი 3: ძირითადი გზების (paths) იდენტიფიცირება;
- ბიჯი 4: ქვეფუნქციების განსაზღვრა;
- ბიჯი 5: ქვეფუნქციებისთვის შემავალი მონაცემების დადგენა;
- ბიჯი 6: ქვეფუნქციებისთვის შედეგების (გამომავალი მონაცემების) დადგენა;
- ბიჯი 7: ტესტ-ქეისის შესრულება ქვეფუნქციებისთვის;
- ბიჯი 8: ქვეფუნქციებისთვის სწორი შედეგების ვერიფიკაცია;
- ბიჯი 9: 4 და 8 ბიჯების გამეორება სხვა ქვეფუნქციებისთვის;
- ბიჯი 10: 7 და 8 ბიჯების გამეორება სხვა ქვეფუნქციებისთვის.
ამგვარად, თეთრ, შავ და რუხი ყუთებს შორის არსებობს თვისობრივი განსხვავება, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
– თეთრი ყუთის ტესტირება სტრუქტურული ტესტი-რებაა, კოდის ცოდნაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე;
– შავი ყუთის ტესტირება ფუნქციური ტესტირებაა, მონაცემთა საფუძველზე დაფუძნებული, გაუმჭვირვალე;
– რუხი ყუთის ტესტირება ნახევრად-გამჭვირვალე, ნახევრად-სტრუქტურული ტესტირება, რადგან ტესტერს აქვს შეზღუდული ცოდნა კოდირების შესახებ.