პროგ-რამული უზრუნველყოფის ტესტირების დონეა, სადაც ინდივიდუალური მოდულები გაერთიანებულია და ტესტირდება ჯგუფურად ამ დონის ტესტირების მიზანია შეცდომების გამოვლენა ინტეგრირებულ მოდულებს შორის ურთიერთქმედებაში. ინტეგრაციის ტესტირების დასახმარებლად იყენებენ ტესტის დრაივერებსა (test drivers) და ტესტის სახშობებს (test stubs). სახშობი გამოიყენება ინტეგრაციის ტესტირების დროს დაღმავალი ტექნოლოგიით (Top-down ), ქვედა დონის მოდულების ქცევის მოდელირების მიზნით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული. სახშობი არის მოდული, რომელიც დროებით ანაცვლებს ჯერ არარსებულ მოდულს და იძლევა იმავე შედეგს, რასაც რეალური მოდული.