როგორ მოვახდინოთ შედეგების ინტეგრაცია zephyr scale-ში

ტესტირების ავტომატიზაციაში ერთერთი საკვანძო საფეხურია  ტესტ ქეისების ‘გაშვების’. შედეგების მოწოდება გუნდისთვის, ამ შემთხვევაში განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც ავტომატიზაციისთვის ვიყენებთ ჯავას (mvn, testNG), იმისთვის რომ ზეფირ სქეიში ავსახოთ შედეგები პირველ რიგში დაგვჭირდება ზეფირის აქსეს თოქენის დაგენერირება რომელიც შეგვიძლია ვნახოთ ჯირაში პირადი გვერდის განყოფილებაში.

დავიმახსოვროთ თოქენი (ნუ ეხლა მთლად ზეპირად ვერ დავიმახსოვრებთ 😀 მაგრამ… )
ამის შემდეგ ჩვენს ჯავას კოდში testNG.xml ფაილში დაგვჭირდება დავამატოთ ეგრედწოდებული “ლისთინერი”


<listeners> 
 <listener class-name="org.testng.reporters.JUnitXMLReporter" /> 
  </listeners>

ამის შემდეგ უკვე  ჩვენს მეთოდებს უნდა დავარქვათ ისეთი სახელი რომელიც შეიცავს ტესტ ქეის რომელიც იდენტურია ზეფირში არსებული ტესტ ქეისის მაგალითად: თუ ტესტ ქეისის ქეი არის AB-123
მაშინ მეთოდი (ფუნქცია) უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:

 
    @Test
    void AB_123_testNr2() {
        assertEquals(4, 4);
    }

ამის შედეგ როდესაც ჩვენ გავუშვებთ კოდს:

mvn clean test

ვნახავთ რომ ჯავას target ფოლდერში შეიქმნება surefire-reports ფოლდერი შიგნით სხვადასხვა xml ფაილებით.

 

ამის შემდედ შეგვიძლია ავიღოთ უკვე ეს პატარა ბაშ კოდი:
https://github.com/LevanKerdikashvili/zephyr-scale-integration-java/blob/main/script.sh
დავარედაქტიროთ ჩვენზე მორგებულად, კონკრეტულად კი
PROJECT_KEY=”project key is here, example: HZ which used in zephyr scale project”
TEST_CYCLE_NAME=”test cycle name is here”
DEFAULT_TEST_CYCLE_DESCRIPTION=”description is here”
TOKEN=”your tokken is here”

ეს განყოფილება ან უბრალოდ გავუშვათ შემდეგნაირად:
script.sh [PROJECT_KEY] [TEST_CYCLE_NAME] [DEFAULT_TEST_CYCLE_DESCRIPTION] [TOKEN]

გაშვების შემდეგ ეს კოდი ამოიღებს საჭირო xml გაფართოვების ფაილებს ზემოთ ნახსენები ფოლდერიდან, დაარქივებს და მოახდენს შედეგების ატვირთვის ზეფირში, (ტესტ ციკლის სახით).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *