ტესტირება, რომელიც არის SDLC-ის (პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სიცოცხლის ციკლის) ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში. საბოლოოდ კი ეხმარება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს პროდუქტის ხარისხის, საიმედოობის, ეფექტურობისა და უსაფრთხოების განსაზღვრაში.
დღეს კი შევეხოთ Monkey Testing და Gorilla Testing. გავარჩიოთ რა სხვაობაა მათ შორის და საერთოდ რატომ და როდის გამოიყენება ისინი. Monkey Testing არ წარმოადგენს სიახლეს და ის გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე არა მაგრამ ტესტირების განვითარების საწყის ეტაპებიდანვე და ის ასევე ცნობია როგორც Random Testing სახელით. ზოგადად კი რომ განვმარტოთ: ეს არის მიდგომა რომლის დროსაც ტესტირებისთვის განკუთვნილი დატა არ არსებობს წინასწარ, ‘რენდომად’ ხდება ყველაფერი.
თვითონ Monkey Testing იყოფა 3 კატეგორიად და ესენია: dumb monkey, smart monkey და brilliant Monkey.
dumb monkey: ამ ტიპის ტესტირეის დროს ტესტერმა არ იცის არაფერი პროდუქტის შესახებ და არ აქვს წინასწარ არაფერი განსაზღვრული. ყველაფერი ხდება ექსპრომტად. ამიტომაც ხშირად ამ ტესტირების ტიპს “უცოდინარი მაიმუნის” პრინციპსაც უწოდებენ, ის არის ერთ ერთი ყველაზე მარტივი ტესტირების ტიპი.
ამ ტიპის ტესტირების მახასიათებლები:
- არ გაქვს ცოდნა პროდუქტის ფუნქციონალობის შესახებ.
- ნაკლებია ხარვეზების აღმოჩენის ალბათობა.
- არ იცი პროდუქტის ფლოუ (მაგალითად, როგორ მუშაობს აპლიკაცია თავიდან ბოლომდე)
- ვერ განსაზღვრავს სისტემის ან პროდუქტის სიმძლავრეს.
smart monkey: ეს არის ტესტირების ტიპი, რომლის დროსაც ტესტერი სრულად იცნობს სისტემას/აპლიკაციას (შესაბამისად გასაგებია მისთვის სრული ფლოუ).
ამ შემთხვევაში, ტესტერების ჯგუფმა იცის პროდუქტის ზუსტი ფუნქციონირება და შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი მონაცემების დატას შექმნას ტესტირებისთვის , რაც საბოლოოდ ეხმარება მათ პროდუქტის ტესტების ჩატარებაში.
ამ ტიპის ტესტირების მახასიათებლებია:
- ფიქსირდება ბევრად მეტი ხარვეზი
- ჩანს სისტემის მუშაობის ფლოუს თანმიმდევრობა.
- იგებ სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს.
smart monkey: ეს არის ტესტირების ტიპი, რომლის დროსაც ტესტერი სრულად იცნობს სისტემას/აპლიკაციას, იცის მისი ტექნიკური ქცევა (კოდის მხარე) და ასევე იცის მომხმარებლის მხარე (აპლიკაციის მოხმარების ფლოუ).
ახლა კი რაც შეეხება გორილას 🙂 Gorilla Testing ის დროს ხდება აპლიკაციის მოდულების ცალკეული ტესტირება, იქმნება ტესტ ქეისები და ხდება მიზნობრივი ტესტირება ყოველი მოდულის. სიღრმისეულად ხდება ტესტირება.
ამ ტიპის ტესტირების მახასიათებლებია:
- ყველაფერი ორიენტირებული ტესტირების მაღალ ხარისხზე
- ხდება ყველანაირი ფუნქციონალის და ფლოუს გარჩევა
- აქცენტი კეთდება ხარისხზე და არა სისწრაფეზე ხარისხის კარგვის ხარჯზე.
- ძირითადად ხდება მანუალური ტესტირება
საბოლოო ჯამში ორივე ტიპის ტესტირება არის exploratory testing -ის სულის მატარებელი რომლის მთავარი მიზანია გამოავლინოს დამალული პრობლემები და ბაგები.