მაშ ასე არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რა არის chrome extensions უბრალოდ მოგაწვდით იმ extensions სიას რომელიც ყოველდღიურად გამოგადგებათ ტესტირებისთვის.
1) Screencastify – გვაძლევს საშუალებას ბრაუზერში ტაბს გადავუღოთ ვიდეო რომელიც ხშირად ძალიან საჭიროა ხოლმე 🙂
2) JsonView – მისი დახმარებით json ფორმატის ინფორმაცია “ლამაზი და დალაგებული” ფორმით ჩაიტვირთება ბრაუზერში
3) SpellChecker – მგონი არცაა საჭირო ახსნა სახელი ყველაფერს იძახის 🙂
4) CheckMyLinks – აი ეს კი მაგარი ჯიგარი ვინმეა 😀 ერთი დაკლიკვით შეგვიმოწმებს საიტზე არსებულ ლინკებს რომელიმე ხომ არ არის “დაზიანებული”.
5) WAVE Evaluation tool – ეს ბატონი კი გვეხმარება ვებ გვერდზე არსებული კომპონენტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით. (დანარჩენი თავად ნახეთ :~)
6) GoFullPage – აი ეს ბატონი კი გვეხმარება ერთი კლიკით გადავუღოთ სურათი ტაბს (არამარტო იმ ნაწილს რასაც ვხედავთ სქროლის გარეშე, არამედ სრულ საიტის გვერდს)
7) Responsive Viewer – ამის გამოყენებით კი ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ერთი ფანჯარის პრინციპით ვნახოთ საიტის გვერდი როგორ გამოიყურება სხვადასხვა ზომის რეზოლუციებში.
8) Exploratory Testing Chrome Extension – ბრაუზერიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მონიშნოთ ნებისმიერი ინფორმაცია. ჯიბის წიგნაკია რა :)))
9) SelectorHub – უფრო ავტომატიზაციის ხალხისთვის არის, მისი დახმარებით მარტივად შეგვიძლია ამოვიღოთ/მოვძებნოთ ელემენტი xpath გამოყენებით.
10) CollorZilla – და მისი აღმატებულება გვეხმარება ნებისმიერი ფერის კოდის დადგენაში ან დაგენერირებაში 🙂
ბონუსი) Tmail.Ge – დროებითი ელ-ფოსტა და ბოლოს, მართალია ეს არ არის extension მაგრამ არის ისეთი სერვისი რომელიც ყველას ჭირდება თანამედროვე ინტერნეტ მოღვაწეობაში. მარტივად გაძლევთ საშუალებას შექმნათ დროებითი ელ ფოსტა და გამოიყენოთ ის ისეთ საიტებზე რეგისტრაციისთვის საიდანაც არ გინდათ რომ თქვენი პირადი მეილი გამოიყენოთ. ის არის დროებითი მეილი და საუკეთესო გზა სპამისგან თავის დასაცავად 🙂