ქეშირების მეთოდი (caching method) არის მონაცემთა დროებითი შენახვის ხერხი მომხმარებლის მანქანის მეხსიერებაში. ესაა შუალედური ბუფერი, მასთან მიმართვა (წვდომა) გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ყოველ ჯერზე სერვერთან ან მონაცემთა ბაზაასთან კავშირით, ქეშირების მეთოდის გამოყენებით საგრძნობლად იზრდება საიტებთან და ონლაინ სისტემებთან მუშაობის სისწრაფე. კეშ-მეხსიერება შეიძლება იყოს კომპიუტერის დისკოზე ან ოპერატიულ მეხსიერებაში გამოყოფილი ნაწილი. პროგრამა, მუშაობის პროცესში ჯერ მიმართავს კეშ-მეხსიერებას მონაცემებისათვის და თუ აქ ვერ იპოვა, მაშინ გადადის მონაცემთა ძირითადი საცავისკენ.