“ახალი” ვარ სამსახურში, რა ვიკითხოთ?

ახალი ხარ სამსახურში და  ეხლა იწყება ცხოვრება QA მიმართულებით? დაბნეული თვალებით იყურები ? არ იცი სად მოხვდი, რა ბედი გელის და ამ დროს ორგანიზაციაში არც ისე კარგად არის განვითარებული “ონბორდინგ” პროცესი რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას სამუშაო პროცესების შესახებ?
ესეიგი დროა თავად დასვა კითხვები გარშემომყოფებთან რომ შეიქმნათ წარმოდგენა თქვენს სამუშაო პროცესზე.  (რა თქმა უნდა წესით დიდი ნაწილი სამსახურის დაწყებამდეც უნდა გქონდეს გარკვეული თუნდაც გასაუბრებების საფუძველზე მაგრამ მაინც.)
მაშ ასე მოდი დავიწყოთ იმ კითხვების ჩამონათვალი თუ რა კითხვებზე გვჭირდება პასუხების ცოდნა.

  • რამდენი პროდუქტი გვაქვს?
  • რამდენ პლატფორმა არსებობს ამ კონკრეტული პროდუქტებისთვის?  მობაილ, ვებ და სხვ.
  • რომელი ინსტრუმენტი გამოიყენება ვერსიის კონტროლისთვის?
  • რომელი ინსტრუმენტი გამოიყენება გუნდის/დავალებების სამართავად? Მაგალითად. JIRA, Azure DevOps და ა.შ.
  • რა არის ტექნიკური და არქიტექტურული პროტოკოლები გამოიყენება აპლიკაციებისთვის? (პროგრამული ენა, ფრეიმფორქები ტიპები, რა სახის API  და სხვ)
  • რომელი ინსტრუმენტი გამოიყენება ტესტირებისთვის?
  • ვასრულებთ თუ არა API/Web/ Mobile Security ტესტირებას?
  • რომელი ინსტრუმენტი გამოიყენება API ტესტირებისთვის?
  • რომელი ინსტრუმენტი გამოიყენება მობილური უსაფრთხოების ტესტირებისთვის?
  • რომელი ინსტრუმენტი გამოიყენება ვებ ტესტირებისთვის?
  • სად ვიპოვო ტესტ ქეისები და სცენარები ტესტირებისთვის? შეიძლება ეს იყო რაიმე ტესტ მენეჯმენტ ხელსაწყო შესაბამისი უფლებებით
  • რა არის ამჟამინდელი ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი? როგორ იწყება და სრულდება QA ტესტირება?
  • როდის ხდება Story Grooming?
  • რომელი UI/UX ინსტრუმენტი გამოიყენება მობილური და ვებ აპლიკაციებისთვის ? შეიძლება წარმოდგენილი იყოს თუნდაც უბრალოდ “სქრინების” სახით
  • არსებობს თუ არა და სად გვაქვს CI/CD ? Azure DevOps, Jenkins და ა.შ.?
  • რა ტესტებს და ტესტირების ტიპებს მოიცავს  არსებული ფლოუ?  ინტეგრაცია,კონტრაქტი, e2e  და სხვ.
  • რა არის ავტომატიზაციის დაფარვის % მაჩვენებელი?
  • როგორ იქმნება  და ხდება მოწოდება ვებ და მობილური აპლიკაციების ბილდების? რა სიხშირით?
  • რა გარემოები არსებობს? პროდაქშენი, პრე პროდაქშენი, ავტომატიზაციის, qa, dev გარემოები ან სხვ.
  • მუშაობს თუ არა ავტომატური ტესტები CI/CD ში?
  • ვინ აკეთებს UAT ტესტირებას?
  • გვაქვს Hotfix პროცესი და რამდენად ხშირად გამოიყენება?
  • და კიდევ ათასი კითხვა 🙂

ვიმედოვნებ და გისურვებთ რომ არ მოგიწიოთ ყველა კითხვის დასმა და დიდი ნაწილი თავად ორგანიზაციამ მოგაწოდოთ.
გისურვებთ წარმატებულ სამუშაო პროცეს. 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *