რა არის ჰოსტინგი(სერვერი) და როგორ მუშაობს

ნებისმიერ ვებ პროექტს ესაჭირეობა ადგილი(სივრცე)სადაც იქნება განთავსებული პროექტის შემადგენელი ფაილები.სერვერზე ინახება ყველა საჭირო ფაილი რომელიც საჭიროა საიტის მუშაობისთვის.
რეალურად კი ეს სერვერი არის ერთი ჩვეულებრივი ფიზიკური მოწყობილობა(კომპიუტერი)წინასწარ განსაზღვრული კონფიგურაციით რომელთანაც მომხმარებელს კავშირის დამყარება შეუძლია სწორედ ზემოთ ნახსენები დომეინის საშუალებით.
რეალურად IP მისამართი არის ამ სერვერის მისამართი;ხოლო დომენი კი ლამაზად შეფუთული ip მისამართი,რომ მომხმარებელმა მარტივად შეძლოს მისი დამახსოვრება.
ერთ სერვერზე შესაძლებელია 1ზე მეტი პორტალის(პროექტის,საიტის) განთავსება.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ გამოდის:
ჰოსტინგი,სერვერი არის მიწის ნაკვეთი
სერვერის აიპი მისამართი გამოდის საკადასტრო კოდი
დომენი :გამოდის სახლის მისამართი
ვებ პორტალი საიტი :არის თავად შენობა ნაგებობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *