რა არის ტესტ-სუიტი

ტესტ-სუიტი

არის ტესტ-ქეისების ერთობლიობა. სისტემის ერთი მთლიანი ფუნქციის ტესტირების მიზნით საჭიროა ტესტ-ქეისების გაერთიანება სხვადასხვა ჯგუფებად, ტესტ-სუიტებად.
განვიხილოთ ტესტ-სუიტის მაგალითი, რომელიც შედგება 4 ტესტ-სკრიპტისგან:

  • ტესტ-ქეისი 1: სისტემაში შესვლა;
  • ტესტ-ქეისი 2: ახალი პროდუქტის დამატება;
  • ტესტ-ქეისი 3: დამატებული პროდუქტის შემოწმება;
  • ტესტ-ქეისი 4: სისტემიდან გამოსვლა.

 

განხილულ ტესტ-სუიტში მნიშვნელოვანია ტესტ-ქეისების მიმდევრობა, თითოეული ტესტის წარმატებით დასრულება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ტესტ-სუიტის შესრულებისას არ შესრულდა ახალი პროდუქტის დამატება. ამ შემთხვევაში მომდევნო ტესტი – „დამატებული პროდუქტის შემოწმება” „ჩავარდება“, რაც ლოგიკურია – თუ ვერ შეიქმნა პროდუქტი, შესაბამისად ვერ მოხდება მისი შემოწმებაც. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ სუიტში შემავალი ტესტ-ქეისები დამოკიდებულია ერთმანეთზე, ანუ შემდგომი ტესტ-სკრიპტის შესრულება დამოკიდებულია წინა ტესტ-სკრიპტის შესრულების შედეგზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *