ვალიდაცია არის პროცესი, რომლის დროსაც მოწმდება რომ პროდუქტის დიზაინი აკმაყოფილებს, ეთანადება დასმულ მოთხოვნებს, ანუ პროგრამული უზრუნველყოფა აკმაყოფილებს მომხმარებლის (დამკვეთის) მოთხოვნებს.
ვერიფიკაცია კი არის პროცესი, რომლის დროსაც პროგრამული უზრუნველყოფა მოწმდება შექმნის ეტაპზე,
ანუ აკმაყოფილებს თუ არა იგი წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტულ მოთხოვნებს (სპეციფიკაციებს).
ვალიდაცია და ვერიფიკაცია არ არის ერთიდაიგივე, ხშირად მათზე არასწორი შეხედულება აქვთ. მათ შორის განსხვავება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა
ვალიდაცია: – ვქმნით ჩვენ სწორ პროდუქტს ?
ვერიფიკაცია: – ვქმნით ჩვენ პროდუქტს სწორად ?
ამგვარად, ვალიდაცია უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი ეთანადებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს. ვერიფიკაცია კი უზრონველყოფს, რომ პროდუქტი შეიქმნას მოთხოვნების შესაბამისად.