Exploratory Testing – ძველი მაგრამ გაურკვეველი.

ალბათ ხშირად გვესმის/ვიყენებთ ფრაზა Exploratory Testing თითქოს კონტექსტიდან გამომდინარე ხვდებიან ხოლმე გარშემო მყოფები თუ რაზე გვაქვს საუბარი. თუმცა ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე რომ სხვანაირად გაიგეს (გავიგეთ), სხვა მოლოდინები იყო და ასე შემდეგ. ამიტომ მოდით გავმარტოთ ეს ერთ ერთი მოძველებული მიდგომა რას ნიშნავს.

ექსპლორატორული ტესტირების შესახებ

ექსპლორატორული ტესტირების ტერმინი 1984 წელს შეიმუშავა სემ კენერმა. იგი განმარტავს, რომ ექსპლორატორული ტესტირება არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სტილი, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალური ტესტერის პირად თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, რომ მუდმივად გააუმჯობესოს თავისი სამუშაოს ხარისხი ტესტირების სწავლაზე, ტესტების დიზაინზე, ტესტების შესრულებასა და ტესტის შედეგების ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული აქტივობების პარალელურად განხორციელების გზით.

სემ კენერის განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება გაგვეგოს, რომ ექსპლორატორული ტესტირება არის მეთოდი, რომელიც აერთიანებს სწავლას, ტესტების დიზაინს და შესრულებას ერთდროულად. ეს არის მეთოდი, სადაც ტესტერები საკუთარ გამოცდილებას და შემოქმედებით უნარებს იყენებენ პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმებისას.

ექსპლორატორული ტესტირება არ განსაზღვრავს ტესტირების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და მონიტორინგს. ასევე, იგი არ მოიცავს ტესტირების გარემოს და ტესტირების ინსტრუმენტების არჩევანს. ეს არის თავისუფალი ფორმის ტესტირება, სადაც ტესტერები დამოუკიდებლად და შემოქმედებითად ამოწმებენ აპლიკაციის სხვადასხვა ნაწილებს.

რატომ უნდა ჩატარდეს ექსპლორატორული ტესტირება?

როგორც ვთქვით, ექსპლორატორული ტესტირება არის თავისუფალი ფორმის ტესტირება, რომელიც ტარდება ტესტერის გამოცდილებისა და შემოქმედებითი უნარების მიხედვით. ექსპლორატორული ტესტირება საჭიროა რამდენიმე მიზეზის გამო:

  • როდესაც სწრაფად გჭირდებათ პროგრამული აპლიკაციის შესწავლა და სწრაფი შედეგების (ფიდბექის) მიწოდება.
  • როდესაც აპლიკაცია საჭიროებს შემოწმებას საბოლოო მომხმარებლის პერსპექტივიდან.
  • აპლიკაციის სტაბილურობის შესამოწმებლად.
  • როდესაც არ გაქვთ დრო ტესტების და სცენარების დასაწერად, მაგრამ აპლიკაცია უნდა შემოწმდეს დამალული საკითხებისთვის.
  • ექსპლორატორული ტესტირება ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი ტესტირების სცენარების აღმოჩენისთვის და ტესტირების დაფარვის გასაუმჯობესებლად.

ფეარ ტესტირების გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაგონილი გაქვთ ტერმინი „ფეარ პროგრამირება“ , სადაც ორი დეველოპერი ერთად წერს კოდს ფუნქციისთვის, ასევე შესაძლებელია ფეარ ტესტირების ჩატარება. ამ შემთხვევაში, ორი ტესტერი ერთად სწავლობს აპლიკაციას და ამოწმებს მას უფრო ეფექტურად. (სწორედ ასეთი მიდგომა გვხდება ხშირად ექსპლორიტარული ტესტირებასთან ერთად) ამიტომ ორი სიტყვით მასაც შევეხოთ.

ამ გზით მივაღწიეთ ორმაგ სარგებელს: პროდუქტზე ცოდნის გადაცემა ახალი წევრისთვის და ასევე, ახალი წევრის მიერ დაყენებული კითხვების საფუძველზე დამატებითი სცენარების შემოწმება.

ასევე, ფეარ ტესტირება საშუალებას გვაძლევს ერთდროულად შევამოწმოთ აპლიკაცია ორ სხვადასხვა პლატფორმაზე. მაგალითად, ერთი ტესტერი მუშაობს Android მოწყობილობაზე, ხოლო მეორე iOS მოწყობილობაზე.

ზრუნვა/მზადება ექსპლორატორული ტესტირებისთვის

ტესტერებმა უნდა იცოდნენ პროდუქტის დეტალები, ისინი უნდა გაეცნონ ბიზნეს მოთხოვნების სპეციფიკაციებს. ტესტირების დაწყებამდე აუცილებელია ყველა საჭირო რესურსის ხელმისაწვდომობა:

  • ადმინისტრაციული და შესაბამისი ქვესისტემების ხელმისაწვდომობა
  • ტესტირების შემთხვევების/ბიზნეს სპეციფიკაციების დოკუმენტები
  • ლოგების ხელმისაწვდომობა
  • შესაბამისი ტესტირების ინსტრუმენტების/ტესტის მონაცემების ხელმისაწვდომობა

შეჯამება

ექსპლორატორული ტესტირება გამოიყენება ყველა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების განყოფილებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის თავისუფალი ფორმის ტესტირება, სადაც არ არის საჭირო ფორმალური დოკუმენტაციის შექმნა. იგი ხელს უწყობს პროდუქტის შეფასებას და დამალული საკითხების აღმოჩენას.

ფეარ ტესტირების ჩატარებით, ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავიგოთ პროდუქტი და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი.

გისურვებთ წარმატებებს ტესტირებაში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *