შესავალი – ტესტირება

ტესტირება არის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მნიშვნელოვანი ნაწილი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროს. შექმნილი ან მოდიფიცირებული / დამატებით შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი მოწმდება სხვადასხვა პროცესის გამოყენებით (მაგალითად, საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული ტესტირება, რისკზე დაფუძნებული ტესტირება, მონაცემებზე დაფუძნებული ტესტირება, … და ა.შ.), პროცესთა მოდელების, ტესტების ტიპების, ტესტირების დონეების და ა.შ. მიხედვით, მათ რეალურ გამოსაყენებლად გადაცემამდე. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ხშირად „ხარისხის შეფასება შეუძლებელია”.
კონსტრუქციული ღონისძიებებია, მაგალითად, პროექტის სისტემური განმარტება და პროექტის მიზნების განსაზღვრა, აგრეთვე დეტალური მოთხოვნების ანალიზი (დამკვეთის მიერ დამტკიცებული), პროგრამირების დადგე-ნილი ან განსაზღვრული სტანდარტები და ა.შ. ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესაბამი-სად, განასხვავებენ კონსტრუქციულ და ანალიზურ (ანალიტიკურ) ღონისძიებებს

ანალიტიკური ღონისძიებები იყოფა სტატიკურ და დინამიკურ ღონისძიებებად (მისაღებ ზომებად):
სტატიკური ღონისძიებები, რომლის დროსაც მოწმდება გენერირებული კოდი, აპლიკაციის რეალურად შესრულების გარეშე. ღონისძიებისგან დამოკიდებულებით პროგრამის ანალიზი ხდება სხვადასხვა დროს. მაგალითად, საწყისი კოდის მომზადებისას, ან მომხმარებლის ტესტებისათვის კოდის დამტკიცების წინ;
დინამიკური ტესტები, რომლებშიც გენერირებული აპლიკაცია, ფაქტობრივად, მუშაობს (სრულდება კომპიუტერზე) და მიღებული შედეგები მოწმდება; ამიტომაც პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი მისი განვითარების სხადასხვა დროის მომენტში იმყოფება განსხვავებულ მდგომარეობაში და უნდა შეესაბამებოდეს ყველა განსაზღვრულ მოთხოვნა/კრიტერიუმს, როდესაც იგი, ფაქტობრივად, სრულდება შედეგიანად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *