პროფაილერი (Profiler)

პროფაილერები (Profilers) პროგრამირების ინსტრუმენტებია, რომლებიც აანალიზებს პროგრამის ქცევას მისი მუშაობისას. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის დროს კოდში შეიძლება იყოს პრობლემური არეები (უბნები), რაც გამოწვეულია არაეფექტური პროგრამირებით პროფაილერი-პროგრამა ეხმარება დეველოპერს სწორედ ასეთი პრობლემური უბნების გამოვლენაში გაშვებული პროგრამების ანალიზისა და შედარების გზით. შედეგად მიღებულ იქნება რაოდენობრივი შეფასებები (ზომები) კოდის სტრუქტურული და ალგორითმული გაუმჯობესებისთვის. ამგვარად, პროგრამულ ინჟინერიაში „პროფილირება“ (“program profiling”, “software profiling”)” არის პროგრამის დინამიკური ანალიზის ფორმა, რომელიც ზომავს, მაგალი-თად, პროგრამის სივრცეს (მეხსიერებას) ან შესრულების დროს, კონკრეტული ინსტრუქციების გამოყენებას ან ფუნქციების გამოძახების სიხშირეს და ხანგრძლივობას. ინფორმაციის პროფილირება ხელს უწყობს პროგრამის ოპტიმიზაციას. პროგრამების ავტომატური ტესტირების პროცესში პროფაილერის (ანუ კოდის შესრულების ანალიზატორის) გამოყენება სასურველია კოდის იმ მნიშვნე-ლოვანი სექციების (უბნების) საპოვნელად, რომლებიც ყველაზე მეტ რესურსს მოიხმარს. კოდის არამნიშვნელოვანი, უბნების ოპტიმიზაცია ნაკლებად უწყობს ხელს პროგრამის მწარმოებლურობის გაუმჯობესებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *