როგორ ავარჩიოთ მობ. მოწყობილობა ტესტირებისთვის

 

მობილური მოწყობილობების მზარდი რაოდენობის ბაზარზე გამოსვლის პარალელურად, ბიზნესებისთვის სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ მათი მობილური აპლიკაციები და ვებგვერდები გამართულად მუშაობდნენ მრავალ პლატფორმაზე, მოწყობილობაზე და ყველა ზომის ეკრანზე, მათ შორის როგორც ახალ, ასევე ძველ მოწყობილობებზე.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი აჩვენებს მსოფლიოში სმარტფონების მომხმარებელთა მზარდ რაოდენობას. 2016 წელს მსოფლიოში დაახლოებით 3,668 მილიონი სმარტფონის მომხმარებელი იყო, რომელიც 2022 წელს 6,567 მილიონამდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2027 წლის ბოლოს სმარტფონების მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 7,690 მილიონს მიაღწევს.

 

ყოველწლიურად საშუალოდ 100 მილიონი ახალი მომხმარებლის დამატებით, ცხადია, რომ სმარტფონების ინდუსტრია აღმავლობაშია, და ასევე მობილური აპლიკაციებიც.

დღესდღეობით, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა დავალებების შესრულება ხელის გულიდან ერთი მარტივი მოძრაობით, სწორედ ამ სმარტფონების წყალობით. გადასახადების განხორციელება, ტაქსის დაქირავება, თეატრის ბილეთების დაჯავშნა, საკვების შეკვეთა და სხვა ყველაფრის განხორციელება ხდება ჩვენი მობილური მოწყობილობების ეკრანიდან ერთი მიტყაპუნებით.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით, მობილური აპლიკაციების განვითარებაც აღმავლობაშია და კლიენტებიც ხშირად ითხოვენ განახლებებსა და უფრო მეტ შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ მობილური აპლიკაციები საფუძვლიანად იყოს დატესტილი მრავალფეროვან მოწყობილობებზე, სხვადასხვა ზომის ეკრანებზე და ა.შ. სანამ საბოლოო მომხმარებლამდე მიაღწევს, რათა უზრუნველყოფილი იყოს აპლიკაციის წარმატება.

რა არის მობილური ტესტირება?

მობილური ტესტირება არის მობილური აპლიკაციებისა და ვებგვერდების ფუნქციონალობის, გამოყენებადობის, ვიზუალური აღქმის და შესრულების შემოწმების პროცესი სხვადასხვა მობილურ მოწყობილობაზე.

ეფექტური მობილური ტესტირების მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლის გამოცდილებასთან დაკავშირებული პრობლემების, როგორიცაა აპლიკაციის ეგრედწოდებული “დაქრაშვა/გაქრშვა” ან ავარიულად შეჩერება :), დროის ამოწურვის შეცდომები და შენელებული მუშაობა, გამოვლენა და გამოსწორება, სანამ აპლიკაცია ბაზარზე გამოვა. ეს ასევე უზრუნველყოფს, რომ მობილური აპლიკაცია აკმაყოფილებდეს საჭირო ხარისხის სტანდარტებს, რაც მის წარმატებას უზრუნველყოფს.

მობილური ტესტირება საკმაოდ ფართო ცნებაა, მაგრამ როდესაც ტესტირებაზე ვსაუბრობთ, საჭიროა მისი დავიწროება და კონკრეტულად ვილაპარაკოთ სხვადასხვა ოპერაციული სისტემების, მოწყობილობების, ეკრანის ზომების, თავსებადობის, შესრულების და სხვა ფაქტორების შესახებ.

ამ ბლოგში განვიხილავთ მობილური მოწყობილობების არჩევას ტესტირებისთვის. საჭიროა სიფრთხილით მოვეკიდოთ და გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რადგან ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ საერთო ბიზნესზე.

მობილური მოწყობილობების არჩევა ტესტირებისთვის

მობილური მოწყობილობების არჩევისას ტესტირებისთვის არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. მოდით, განვიხილოთ ეს ერთ-ერთი ფაქტორის მიხედვით.

გეოგრაფიული რეგიონი

საჭიროა სწორად შევისწავლოთ გეოგრაფიული რეგიონი, რათა უზრუნველვყოთ, რომ მობილური აპლიკაცია ვტესტავთ სწორ მოწყობილობებზე. მაგალითად, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთში და მსგავს ქვეყნებში, ტექნოლოგიური პროგრესი კარგად არის განვითარებული და ადამიანების უმეტესობას ურჩევნია iPhone-ების გამოყენება. შესაბამისად, საჭიროა აპლიკაციების ტესტირება ბოლო მოდელის iPhone-ებზე, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა iOS-ის ვერსია. ასევე, ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და გერმანია, ხალხს უპირატესობა აქვს Android ოპერაციული სისტემაზე დაფუძნებული სმარტფონების გამოყენებაში. ყოველ რეგიონს აქვს განსხვავებული ოპერაციული სისტემა და მობილური მწარმოებელი. ხალხის მოთხოვნები იცვლება გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით.

აქ არის მონაცემები სმარტფონების მწარმოებლების წილის შესახებ ინდოეთში, რომლებიც აჩვენებს, რომ Xiaomi ყველაზე პოპულარულია რეგიონში, რასაც მოჰყვება Vivo და Samsung.

Source: StatCounter Global Stats – Device Vendor Market Share

მობილური აპლიკაციის ტესტირება ინდოეთში

თუ ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის გამოშვებას ინდოეთში, კარგი არჩევანია ტესტირებისათვის ბოლო მოდელის მოწყობილობების არჩევა Xiaomi, Vivo, ან Samsung-ისგან, რადგან ეს მწარმოებლები ყველაზე პოპულარულია ამ რეგიონში.

სმარტფონების მწარმოებლების წილი შეერთებულ შტატებში

ახლა, მოდით, განვიხილოთ სმარტფონების მწარმოებლების წილი შეერთებულ შტატებში. შეერთებული შტატები გამოირჩევა iPhone-ის მომხმარებლების მაღალი რაოდენობით. შესაბამისად, აპლიკაციის წარმატებისთვის აუცილებელია ტესტირება სხვადასხვა iPhone მოდელებზე, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა iOS ვერსიებზე. ეს მონაცემები დაგვეხმარება სწორი მოწყობილობების არჩევაში, რათა უზრუნველვყოთ აპლიკაციის კარგი მუშაობა ამ რეგიონში.

Source: StatCounter Global Stats – Device Vendor Market Share

და ამ დროს ნეტავ რა ხდება საქართველოში ? 🙂

Source: StatCounter Global Stats – Device Vendor Market Share

მიზნობრივი აუდიტორია

მიზნობრივი აუდიტორია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ის შეიძლება დაიყოს ასაკობრივ ჯგუფებად, მოწყობილობების გამოყენების ნიმუშებად და ა.შ. საჭიროა გამოვირჩიოთ ის მობილური მოწყობილობები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია მიზნობრივ აუდიტორიაში.

მაგალითად, თუ ვქმნით მობილურ აპლიკაციას ბავშვებისთვის, უნდა გავითვალისწინოთ იმ რეგიონში ბავშვებისთვის პოპულარული მობილური მოწყობილობები.

ანალოგიურად, თუ ტესტირებას ვატარებთ მობილური აპლიკაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია ტრანსპორტის სერვისებთან, როგორიცაა მანქანა, ტაქსი ან ველოსიპედის ქირავნება, უნდა გავითვალისწინოთ ის მოწყობილობები, რომლებიც პოპულარულია ამ სერვისების ოპერატორებსა და მომხმარებლებში.

ოპერაციული სისტემები

ოპერაციული სისტემები მობილური ტელეფონების გამოყენებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ასევე, მობილური განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ოპერაციული სისტემის მიხედვით, შეგვიძლია ავირჩიოთ მობილური მოწყობილობები ტესტირებისთვის.

მაგალითად, ქვემოთ მოცემულია მონაცემები მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილის შესახებ საქართველოში.

Source: StatCounter Global Stats – OS Market Share

ოპერაციული სისტემების ვერსიები

თუ ვაპირებთ მობილური აპლიკაციების გამოშვებას საქართველოში, ძირითადად უნდა გავითვალისწინოთ Android და iOS ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობები.

არსებობს სხვადასხვა ვერსიები ოპერაციული სისტემებისთვის, ამიტომ საჭიროა განვიხილოთ როგორც ბოლო, ასევე ძველი ვერსიები, რათა უზრუნველვყოთ აპლიკაციის მუშაობა ფართო აუდიტორიისთვის.

ქვემოთ მოცემულია მონაცემები Android ოპერაციული სისტემის ვერსიების გამოყენების შესახებ საქართველოში, რაც დაგვეხმარება გამოვარჩიოთ მოწყობილობები ტესტირებისთვის, რომლებიც ფარავენ როგორც ახალი, ასევე ძველი ვერსიებს.

Source: StatCounter Global Stats – Android Version Market Share

ეკრანის ზომები და რეზოლუციები

მობილური მოწყობილობები განსხვავდებიან ეკრანის ზომებით და რეზოლუციებით. ტესტირების პროცესში მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება და ტესტების დაწერა, რათა შეამოწმოს აპლიკაციის ეკრანის ჩვენება სხვადასხვა ზომისა და რეზოლუციის ეკრანებზე. ყველა ხატულა, სათაური, შრიფტი, სიმბოლო, სურათი და ა.შ. უნდა იყოს თანმიმდევრული ყველა მობილურ მოწყობილობაზე.

თუ ვიზუალური მთლიანობა განსხვავებული ეკრანის ზომებსა და რეზოლუციებს შორის არ არის დაცული, არსებობს რისკი, რომ მომხმარებლები დაკარგავენ ინტერესს აპლიკაციის მიმართ და დატოვებენ ნეგატიურ შეფასებას AppStore/PlayStore-ზე, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს აპლიკაციის საერთო წარმატებაზე.

ამ სტატისტიკის მოპოვებაც ძალიან მარტივია:

Source: StatCounter Global Stats – Screen Resolution Market Share

და სანამ შევაჯამებდეთ ამ ყველაფერს, დავამატოთ რომ მარტო მსგავსი საიტებიდან კი არ უნდა ავიღოთ ეს მონაცემები არამედ კომპანიაში არსებული მომხმარებლების სტატისტიკაც უნდა გამოვითხოვოთ და შევაჯამოთ ყველაფერი.

<4>შეჯამება

მობილური მოწყობილობების ტესტირებისთვის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ გეოგრაფიული რეგიონი, მიზნობრივი აუდიტორია, მობილური ოპერაციული სისტემა, პოპულარული მოწყობილობები, ეკრანის ზომები და რეზოლუციები. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს მობილური აპლიკაციის გამოყენებაზე, რაც საბოლოოდ დაკავშირებულია ბიზნესისა და აპლიკაციის წარმატებასთან.

საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია მობილური აპლიკაციების და ვებგვერდების ტესტირება მრავალფეროვან მობილურ მოწყობილობებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი აპლიკაციები, რომლებიც გამართულად მუშაობს ყველა მომხმარებლისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *