ტესტირების ავტომატიზაცია დღეს დღეობით მნიშვნელოვანია თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მანუალური ტესტირება ყოველთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, ავტომატიზაციის გამოყენება საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ტესტირების სიჩქარე, სიზუსტე და ეფექტურობა. თუ თქვენ უკვე დაკავებული ხართ მანუალური ტესტირებით და გსურთ რომ ავტომატიზაციის სამყაროშიც შემოდგათ თქვენი ფეხი, მაუსი, აიპი ან რაიმე მსგავსი 🙂 მაშინ ეს სტატია დაგეხმარებათ.
რატომ ავტომატიზაცია?
მანუალური ტესტერები ხშირად ხვდებიან ერთსა და იმავე ამოცანებს, რომლებიც შრომატევადია და თან რუტინული. ავტომატიზაცია ამ პრობლემების მოგვარებას გთავაზობთ. მოდით განვიხილოთ ავტომატიზაციის ძირითადი სარგებელი:
- დროის დაზოგვა: ავტომატიზირებული ტესტები შეიძლება გაეშვას ყოველ ჯერზე, როცა რაიმე იცვლება ჩვენს ტესტირების ობიექტში (მაგალითად კოდის ყოველ ცვლილებაზე), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტესტირების დროის ხარჯვას. ამას კი ხელით მანუალურად ფაქტიურად ვერ შეძლებთ.
- სიზუსტე: ავტომატიზაცია გამორიცხავს ადამიანის შეცდომების ალბათობას, რაც ტესტირების შედეგების სიზუსტეს ზრდის. ( რა თქმა უნდა ავტომატიზაციის კოდიც ადამიანური რესურსის დახმარებით იქმნება და შეცდომები აქაც “მოსულა” მაგრამ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს რუტინულ ქმედებების კეთებისას ხოლო ერთხელ კარგად დაწერილი კოდი რამდენჯერაც გინდათ გაუშვათ ის არ დაუშვებს შეცდომას ლოგიკურად.
- გაშვების მრავალჯერადობა: ავტომატიზირებული ტესტები შეიძლება გაეშვას რამდენჯერმე, სხვადასხვა გარემოში და კონფიგურაციაში, რაც ხელს უწყობს კოდის სტაბილურობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.
- ადვილი მართვადი: ავტომატიზაციის ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს ვმართოთ და ვაკონტროლოთ ტესტების შედეგები და რეპორტები მარტივად.
- ფინანსური სარგებელი: ავტომატიზაცია ამცირებს შრომატევადობას და ოპერაციულ ხარჯებს, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს ფინანსური რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას.
ავტომატიზაციის სწავლების დასაწყისი
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, როგორ დავიწყოთ ავტომატიზაციის სწავლა? უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას რომ ინტერენტი არის ამოუწურავი რესურსი სწავლა განათლებისთვის მაგრამ პირველ ეტაპზე უნდა ვიცოდეთ აუცილებლად საიდან დავიწყოთ რა გზას დავადგეთ ვინაიდან არასწორ გზაზე დადგომა ხშირად იწვევს სწავლა/განთლების მცდელობების თავის დანებებას. ამიტომ თუ არ გინდა რომ ამ სიტუაციაში აღმოჩნდეთ შეგიძლიათ სწავლა დაიწყოთ ჩვენთან, ჩვენ კი მაქსიმალურად დაგაყენებთ იმ საწყის სწორ გზაზე რაც გაგიმარტივებთ სწავლას.
ავტომატიზაციის სწავლების სარგებელი
ავტომატიზაციის სწავლა მრავალ სარგებელს მოაქვს როგორც კარიერული, ისე ფინანსური თვალსაზრისით. მოდით განვიხილოთ ეს ორი მნიშვნელოვანი სარგებელი დანარჩენებზე მოგვიანებით ვისაუბროთ შემდეგ პოსტებში:
კარიერული სარგებელი
ავტომატიზაციის ცოდნა ზრდის თქვენს პროფილში დასაქმების შანსებს. ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები უფრო და უფრო მეტად მოთხოვნადები არიან და ხდებიან თანამედროვე ტექნოლოგიურ ბაზარზე. ასევე, ავტომატიზაციის ცოდნა საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ უფრო საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროექტებში, სადაც უფრო სიღრმისეულად იქნებით ჩახედული. გაგიმარტივდებათ კომინიკაცია გუნდის სხვა ტექ. წევრებთან. ასევე ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერები ხშირად ხდებიან გუნდის ლიდერები ან ტექნიკური დირექტორებიც კი 🙂 ( მართლა მართლა :)))) )
ავტომატიზაციის ინჟინერი ყოველთვის სწავლობს ახალ ტექნოლოგიებს და ხელსაწყოებს, რაც ხელს უწყობს პროფესიული განვითარების და პირადი ზრდის პროცესს. ეს პროფესია გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ მუდამ მოწინავე ტექნოლოგიების ცოდნაში.
ავტომატიზაციის სპეციალისტები უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მანუალური ტესტერები. ავტომატიზაციის ცოდნა აძლევს შანსს პროფესიონალებს გაზარდონ თავიანთი შემოსავლები და კარიერული ზრდა.
დასკვნა
ტესტირების ავტომატიზაცია არის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების აუცილებელი ნაწილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ტესტირების ეფექტურობა და ხარისხი. თუ თქვენ უკვე დაკავებული ხართ მანუალური ტესტირებით და გსურთ გადახვიდეთ ავტომატიზაციის სამყაროში, მაშინ უკვე იცით რაც უნდა ქნათ :)))
დარეგისტრირდით კურსზე “WEB/API ტესტირების ავტომატიზაციის კურსზე“, გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა და უნარები ამ საინტერესო და საჭირო სფეროში. გახდით პროფესიონალი ავტომატიზაციის ინჟინრები და მიეცით საკუთარ თავს ახალ შესაძლებლობები.
გისურვებთ წარმატებას <3