გინდა მარტივად ფულის შოვნა და სახლში თბილად ჯდომა?

მივიქციე შენი ყურადღება? 🙂

მეგობრებო, IT სფეროს პროფესიონალებო და არამარტო IT.

ჩვენი მომავალი და ჩვენი შვილების მომავალი ახლა ყოველ ჩვენგანის ხელშია! ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ქმნის ტექნოლოგიურ პროგრესს, ციფრულ თავისუფალ სამყაროს.  მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელია დემოკრატიის, მშვიდობის და ევროპული ღირებულებების გარეშე!

ევროპა გვთავაზობს განათლების, პროგრესის და შემოქმედების უსაზღვრო შესაძლებლობებს. მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას, სამართლიანობას და განვითარებას. ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ადგილი, სადაც ყოველ ადამიანს ექნება შანსი საკუთარი  (და არა სხვისი) ოცნების განხორციელებისთვის.

არ დავუშვათ, რომ დიქტატურა და რუსულმა გავლენებმა წაგვართვას ეს შესაძლებლობა! დიქტატურა კლავს თავისუფლებას, ანგრევს ეკონომიკას და მომავალ თაობებს ართმევს მომავალს. IT სფეროს ხალხი ყოველთვის იყო ლიდერი ციფრულ ბრძოლაში – ახლა დროა, ვიყოთ ლიდერები თავისუფლებისთვის ბრძოლაშიც.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთიანობისთვის, სიმშვიდისთვის და ევროპული მომავლისთვის!

შევუერთდეთ საერთო ძალას, შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ინოვაცია და პროგრესი ყოველდღიურობაა და არა ოცნება.

დროა ვიმოქმედოთ! დროა ავირჩიოთ თავისუფლება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *